ილია ჭავჭავაძე როგორც იურისტი - გააცნეს დღეს თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბათუმში, მისივე სახელობის მუზეუმში. მწერლის სამართლებრივ გადაწყვეტილებებზე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესაუბრნენ. მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის იურიდიულ საქმიანობას ეხებოდა. ლექცია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს.