ომის 345-ე დღე

03 თებერვალი 2023, 14:02 547 ნახვა

უკრაინაში ომის 345-ე დღეა. აქტიურად იბომბება უკრაინის ქალაქები და დასახლებები. კრამატორსკში საცხოვრებელ ზონაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დაშავდა 18 ადამიანი.

დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ხერსონში იერიშის დროს დაზიანდა საბავშვო ბაღი. აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში. ოკუპანტის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვში, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, იბომბებოდა ნიკოპოლიც, უკრაინულმა მხარემ კი 10 დასახლებაში მტრის თავდასხმები მოიგერია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი