ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 1 დეკემბერს გადაუგზავნა.
პარლამენტს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. ორივე კანონპროექტი კი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შემადგენელი პუნქტია.