აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის დაგეგმილი პროექტების განხილვა

02 თებერვალი 2023, 17:43 819 ნახვა

შუახევის შემდეგ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ხულოშიც. შეხვედრაზე მინისტრმა ის პროგრამები და პროექტები წარადგინა, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში. უწყება მიმდინარე წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას რომლისთვისაც 4 904 500  ლარია გამოყოფილი. გაგრძელდება აგრარული ექსტენციის მიწოდების  პროგრამა, განახლდა მეფუტკრეობის განვითარების  ხელშეწყობა, გაგრძელდება სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება, მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა, სახნავსათესი ფართობების უფასოდ დამუშავება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი