გიორგი შერმადინის ისტორიული რეკორდი „ტენერიფეში“

01 თებერვალი 2023, 10:50 980 ნახვა

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელი კიდევ ერთხელ გახდა. მან ამით ისტორია დაწერა, „ემ-ვი-პი“ (MVP)-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ მე-11-ედ მოიპოვა.

იანვარში ქართველი კალათბურთელი ორჯერ დაასახელეს ტურის მოთამაშედ და ის რაღათქმაუნდა საბოლოოდ თვის საუკეთესოც გახდა, ასევე იყო კიდევ ერთი „ემ-ვი-პი“ (MVP), რეალის ცენტრი ვალტერ ტავარეში და მან გიორგისთან ერთად გაიყო ეს პრიზი.

ორივეს საშუალო მაჩვენებელი 26.8 ქულა იყო. ქართველი ცენტრი თვის საუკეთესო მოთამაშედ მე-11-ედ გახდა მან ამით ამერიკელ ტანოკა ბერდს გაადაასწრო, რომელიც 10-ჯერ იყო თვის „ემ-ვი-პი“ (MVP). 11-დან სამჯერ ანდორაში იყო საუკეთესო, ერთხელ უნიკახაში ხოლო ტენერიფეში ყველაზე მეტჯერ - შვიდჯერ გახდა საუკეთესო და რეკორდიც დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ ტურის MVP გიორგი შერმადინი ამ სეზონში მეორედ გახდა, სულ კი მე-18-ედ. მას ერთი პრიზი სჭირდება, რომ არვიდას საბონისსა და ლუ როს დაეწიოს, რომელთაც 19-19 აქვთ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში