დღეიდან მანქანის განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა

01 თებერვალი 2023, 10:20 671 ნახვა

დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ შეტანილი ცვლილებით დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:
 

  • მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) - 30 ლარი;
  • მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) დასატვირთო (N1კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი;
  • ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.

კიდევ ერთი სიახლე, რაც ტექინსპექტირების წესში უკვე დაინერგა, მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაა. კიდევ ერთი სიახლე, რაც ტექინსპექტირების წესში უკვე დაინერგა, მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაა. ინსპექტირების ჩამტარებელი პირი დაახარვეზებს ავტომობილს, რომლის ხმაურის მაჩვენებელი ნორმას სცდება.

ამასთან, 2023 წლის პირველი იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი