სოფელ ქვედა სამებაში ნოღაიდლების საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი შემთხვევით ჩამოინგრა. სავარაუდოდ სახლი სიძველისგან ამორტიზებული იყო და სწორედ ეს გახდა მიზეზი ნგრევის. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ერთი ასაკოვანი ქალი. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მას ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია.
როგორც ცნობილია. ადგილზე არსებულ მდგომარეობას ქობულეთის მერი, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, აღნიშნული მოქალაქის საკითხს შეისწავლიან და არსებული შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველოს, ენერგო-პრო ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.