მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, იუ-ეს-ეიდსა და კერძო სექტორს შორის.
ახალი მიმართულებით პარტნიორობის მთავარი მიზანი ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად მყარი ნარჩენების დახარისხება და გადამუშავებაა, რაც თავის მხრივ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით მომგებიანი და ეფექტური იქნება სასტუმროებისთვის, ვინაიდან ტურიზმი აჭარის ეკონომიკაში ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. დღევანდელ შეხვედრას სწორედ სასტუმროების წარმომადგენლები და მყარი ნარჩენების გადამუშავებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სამმხრივი პარტნიორობის მიზანი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გამარტივებაა.