ენმ ბათუმის საკრებულოს სხდომას არ ესწრება

25 იანვარი 2023, 11:50 736 ნახვა

ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. განცხადება სხდომის დაწყებამდე პარტიის ბათუმის ოფისში გაკეთდა.

რეზო ხარაზის განმარტებით, იმ ფონზე როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და საკრებულო სხდომებზე კორუფციულ საკითხებს ამტკიცებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია სხდომებზე დასწრება.

როგორც პარტიაში განაცხადეს, არც ერთი მათი  წინადადება არ არის გათვალისწინებული, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაინც ასრულებს ამომრჩევლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხზე პასუხებს თვითმმართველობისგან ითხოვს, თუმცა ოპოზიციონერი მაჟორიტარები ამბობენ, რომ პასუხები ხელისუფლებას ან არ აქვს ან ორაზროვანია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი