რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს - ანდრეი კასიანოვი

24 იანვარი 2023, 15:34 500 ნახვა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის განცხადებით,  რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც დახურა ფრენები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

„თუმცა რეალურად, რა გვაქვს? ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ის, რომ ქვეყანა, რომელიც აგრძელებს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატო-სკენ, პოლიტიკოსების განცხადებებით, დაიწყო სხვა მიმართულებით სვლა. ეს არის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრინციპების აშკარა უგულებელყოფა. ეს ჩვენთვის აშკარა ფაქტია, რაც ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევას წარმოადგენს...

პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა, ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ მასობრივი დახმარების შესაძლებლობა, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია საქართველოს ტერიტორიიდან, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა ,,ევროპეისკა პრავდასთან'' ინტერვიუში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი