საგარეჯოში მოკლული პოლიციელის პანაშვიდი

23 იანვარი 2023, 17:33 766 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ასევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჯვაძემ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდზე, რომელიც ვაზისუბანში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 37 წლის ოთარ ღვინაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი 20 იანვარს გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა ხუთი პირი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი