რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ დედაქალაქში, რომელზეც როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.
ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სოლიდარობის აქციები 24 თებერვალს დაიწყება და მზარდი იქნება.
მათი თქმით, "კოლაბორაციონისტებს აიძულებენ, შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით".