ფრიდონ აბულაძე ანრი დელანის გრან პრის გამარჯვებულია

23 იანვარი 2023, 10:30 674 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ანრი დელანის გრან პრიზე 5 მედალი მოიპოვა.

საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე კონკრეტულად 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია.

ოქროს მედლები 55 კგ-ში აკაკი ოსიაშვილმა და 60 კგ-ში ფრიდონ აბულაძემ მოიპოვეს. აბულაძე აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილია ფინალში უკრაინელი მეტოქე 5-1 დაამარცხა. ვერცხლის მედლებს აივენგო რიკაძე (87 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ნიკა ყორშიამ (72 კგ.) მოიპოვა.

რამდენიმე დღის წინ ნიცაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებიც გამოვიდნენ და 6 მედალი მოიპოვეს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში