თურქეთმა შვედეთი ნატოში გაწევრიანების ვალდებულების დარღვევაში დაადანაშაულა

22 იანვარი 2023, 11:49 513 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთი - ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ანკარის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც დანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა რასმუს პალუდანმა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ევროპაში ისლამოფობიასა და რასიზმს ახალისებს.

თურქეთის დიპლომატიური უწყების განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ შვედეთის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გადადგმულ ნაბიჯებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი