უეფას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

21 იანვარი 2023, 18:00 543 ნახვა

საქართველოს უეფას სპეციალური ჯგუფის შემადგენლობა ეწვია. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის დელეგაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადების პროცესი განიხილეს. 

ჩემპიონატს საქართველო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამუშაოების წარმოების გრაფიკი ყველა სტადიონთან მიმართებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი