თურქეთი მზადაა, დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში

21 იანვარი 2023, 11:14 540 ნახვა

ომში ჩართული ქვეყნის დახმარებას განაგრძობენ  საერთაშორისო პარტნიორები. თურქეთი მზადაა, დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ  ერდოღანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს ფასილიტატორისა და შუამავლის როლი მშვიდობის დამყარებაში. 

მხარეებმა ასევე უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი