საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ ქვეყნის პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეები, ასევე პოლიტიკოსები. შეიარაღებულ თავდასხმაზე განცხადებები გაკეთდა პარლამენტში.
მსგავსი მოვლენების პრევენცია ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხდება - აცხადებენ დეპუტატები.
საკანონმდებლო ორგანოში მიაჩნიათ, რომ იარაღის ტარების კუთხით ქვეყანაში კანონმდებლობა მკაცრია.