ურთიერთ ბრალდებები და დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში. შიდა პარტიული არჩევნების მოახლოებასთან ერთად მწვავდება სიტუაცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
შექმნილი ვითარების გამო დეპუტატების ნაწილი პარტიის დაშლას პროგნოზირებს. ლევან ხაბეიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური ხედვა აცდენილია მათი ამომრჩევლის ინტერესებს და სწორედ ამან გამოიწვია არჩევნების აუცილებლობაც.
პოლიტიკაში ბინძური ხრიკების გამოყენების დასრულების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ფრთა და აცხადებენ, რომ პარტიამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.