სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა ზვავის შედეგად, რომელიც ტიბეტის სამხრეთ-დასავლეთში ქალაქ ლინჯში ჩამოწვა. ჩინეთის მთავრობამ სტიქიური უბედურების რაიონში სამაშველო ბრიგადა გაგზავნა.
ზვავი მაინლინგის პროვინციასთან დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე დოქსუნ ლას გვირაბიდან გამოსასვლელში ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე ჩამოწვა.
ზვავში გვირაბიდან გამომავალი ავტომობილები მოჰყვა. უცნობია, თუ რამდენი ადამიანია მოყოლილი ზვავში.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე 130-ზე მეტი მაშველი და სპეციალური ტექნიკა 28 ერთეული გაგზავნა.