დაპირისპირება ენმ-ში

19 იანვარი 2023, 12:03 675 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' შიდა პარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება, ისმის არაერთი ბრალდება ყოველდღიურად, რაც პოლიტიკოსების შეფასებების საგანია.

შექმნილი ვითარების გამო დეპუტატების  ნაწილი პარტიის დაშლას პროგნოზირებს. მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ნდობა დაკარგეს.

ლევან ხაბეიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური ხედვა აცდენილია მათი ამომრჩევლის ინტერესებს და სწორედ ამან გამოიწვია არჩევნების აუცილებლობაც.

პოლიტიკაში ბინძური ხრიკების გამოყენების დასრულების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ფრთა და აცხადებენ, რომ პარტიამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი