შიდა პარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ''ნაციონალურ მოძრაობაში'' ურთიერთბრალდებები ისმის, როგორც კანდიდატების, ასევე ვანო მერაბიშვილის მისამართით, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერად მოიაზრება.
თავად თავმჯდომარეობის კანდიდატი ხაბეიშვილი კი გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილებას რევოლუციურ სცენარით აანონსებს.
ნიკა მელია 9 იანვარს გავრცელებული აუდიოჩანაწერის დამგეგმავად ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ასახელებს.