პორტუგალიის გრან პრიზე განახლებული შემადგენლობით

16 იანვარი 2023, 14:01 436 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა წლის პირველი ტურნირისთვის, რომელიც 27-29 იანვარს ალმადაში შედგება, შემადგენლობა დაასახელა. პორტუგალიის ქალაქში დაგეგმილ გრან პრიზე ამ დროისთვის 77 ქვეყნის წარმომადგენელი 523 ძიუდოისტი დარეგისტრირდა, რომელთაგან ექვსი ქართველია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჯიბრზე იასპარეზებენ გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი და საბა ინანეიშვილი.

ცნობისთვის, შარშან ალმადაში საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთადერთი ბრინჯაოს მედალი იყო. კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი ბერიაშვილმა მოახერხა. რაც შეეხება ნაკრების წამყვან ძიუდოისტებს, ისინი ახალ სეზონს თებერვლის დასაწყისში, პარიზის გრანდ-სლემზე გახსნიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი