ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი თბილისში დასრულებულია.
დღეს მაყურებელმა თბილისის თოჯინების თეატრში, რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი - ,,საიდანაც მზე მოდიოდა'' იხილა.
სპექტაკლის პრემიერა კი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 86-ე თეატრალურ სეზონზე შედგა.
ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ტურნე ქართულ თეატრებს შორის ურთიერთობების გამყარებას ემსახურება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            