ჩვენებურების მიერ აღდგენილი ძველი ტრადიცია - საქართველოს საზღვრებს გარეთ საოჯახო დღესასწაული უკვე სახალხო გახდა. საახალწლო ტრადიციების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბერიკობა-ყეენობა.
თეატრალიზებული წარმოდგენა ბორჩხაში დაიდგა, ბერიკებმა კარდაკარ ჩამოიარეს ოჯახები და სურსათ-სანოვაგე შეაგროვეს და დღესასწაული ერთად იზეიმეს.