რუსული ძალები, სავარაუდოდ, სოლედარის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ 

13 იანვარი 2023, 10:18 518 ნახვა

დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარი ისევ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" მონაცემებით, დიდია იმის ალბათობა, რომ ქალაქის უმეტეს ნაწილს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა გარკვეული წინსვლის მიუხედავად, რუსული არმია მთავარ სამიზნეს, ბახმუტს ვერ უახლოვდება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტთან და სოლედართან ბრძოლების დროს, სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, თუმცა, მისი თქმით, ოკუპანტები დანაკარგებს არ ითვალისწინებენ.

„შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა დანაკარგები განიცადა ამ მიმართულებით რუსულმა არმიამ, მაგრამ ეს არ არის ათასი და ორი ათასი - ეს არის 10, 15 და 20 ათასიც კი ბახმუტსა და სოლედარზე შეტევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ისინი არ ითვლიან დანაკარგებს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსები შიდა აუდიტორიისთვის უკვე ერთი კვირაა საუბრობენ ეფექტურ პროგრესზე ბახმუტის მიმართულებით და ახლა სოლედარში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი