საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.