საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს

12 იანვარი 2023, 17:38 638 ნახვა

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი საბჭომ ერთხმად აირჩია. სხდომას საპროკურორო საბჭოს 15 წევრი ესწრებოდა. ფარული კენჭისყრით, კანდიდატმა 15 ხმით საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.

შოთა ტყეშელაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის და საპროკურორო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი