სენაკში მიკროავტობუსს ხე დაეცა - დაშავდა სამი ადამიანი

12 იანვარი 2023, 14:42 711 ნახვა

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 2 დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა, ერთმა კი სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას თქმით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებენ.

ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროსადენებიც, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება, წაქცეულია ხეები, რამაც შეაფერხა გზებზე მოძრაობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი