თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილეს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ მათ სასულიერო თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
გრიგოლ გიორგაძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირს შესაძლებლობას აძლევდა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს.
სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. თავდაცვის კოდექსის პროექტი უწყებამ პარლამენტს გასული წლის ბოლოს წარუდგინა, მისი მიღება საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.