ჯაბა ჯიღაური ბათუმის „დინამოდან“ ყაზახეთში გადავიდა

12 იანვარი 2023, 11:02 505 ნახვა

დინამო ბათუმის ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, კარიერას ყაზახეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს, რომლის ცნობით, 30 წლის ქართველი ფეხბურთელი მოლაპარაკებას აქტაუსკასპიისთან“ მართავს.

თუკი მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება, ჯიღაურს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული, ყაზახურ გუნდში კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოუწევს მუშაობა, რომელმაც კლუბი გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა.

აქვე გეტყვით, რომ გასული წლის ბოლოს „კასპიიში“ „დინამო“ ბათუმში ჯიღაურის ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი ფანცულაიაც გადავიდა, გასულ სეზონში კი ამ გუნდის ღირსებას რატი არდაზიშვილი იცავდა.

ჯაბა ჯიღაური დინამო ბათუმის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა და ამ კლუბთან ერთად  საქართველოს ჩემპიონობა და საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი