2023 წლის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა და 33 235 000 ლარს შეადგენს - თორნიკე რიჟვაძე

12 იანვარი 2023, 11:39 774 ნახვა

2023 წლის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა და 33 235 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო ჯამში 36 პროგრამას ახორციელებს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, 2023 წელს ამოქმედდა ახალი პროგრამები:


• ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება სრულად, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.


• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლისა და ორსული ქალების მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას. მოსარგებლეები არიან: ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ორსული ქალები (22 კვირისა და მეტი ვადის ორსულობით). პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 2 000 ლარის ოდენობით. თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე.


მისივე თქმით, სოციალური პროგრამების ფარგლებში გაიზრდება ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

 

"მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დაემატება მე-4 საცხოვრისი. გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში 1 ნომებრიდან სრულად ფინანსდება გულის ქირურგია.

 

2023 წელს 80 - 100 % -მდე გაიზარდა იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით; 90-100 %-მდე გეგმიური გულის ან/და კორონალური არტერიების ანგიოგრაფია, გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაიზრდა 220 000 ლარამდე.

 

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია - გაიზარდა დაფინანსება:  აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია 95 000 – 125 000 ლარამდე, ალოგენური ტრანსპლანტაცია 170 000 – 200 000 ლარამდე, ჰაპლოიდური ტრანსპლანტაცია 205 000 - 235 000 ლარამდე"- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა 2022 წლის 1 ნოემბრიდან აჭარაში სრულად ფინანსდება.

"​ონკოქირურგია, 90-100 %-ით ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო თარგენტული, იმუნოთერპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტები, ძვირადღირებული ლაბორატორიული კვლევები;

 

გაიზარდა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნუსხა და წლიური ლიმიტი - 25 000 ლარამდე; თითოეულ მომართვაზე დასაფინანსებელი თანხის ოდენობა - 10 000 ლარამდე, პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევის დაფინანსება 90-100% -მდე.

 

ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ფარგლებში - გაფანტული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზი-ფსორიაზული ართრიტის, მაანკილოზირებული სპონდილიტი"- განმარტავენ მთავრობაში.​

მათივე განმარტებით, დაფინანსება გაიზარდა: 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტებს და შშმ პირებს - 100 %-ით,  სხვა დანარჩენი პაციენტებისთვის - 90% -ით.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში - თანადაფინანსება გაიზარდა 40 000-ლარამდე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი