უკრაინის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, ვითარება კრიტიკულია - უცხოური მედია

11 იანვარი 2023, 10:18 512 ნახვა

უკრაინის ქალაქ სოლედარში  სიტუაცია კრიტიკულია და შენობებზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული  მედია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, დაღუპულთა რაოდენობა იმდენად  დიდია, რომ მათ ვერც ითვლიან.

ქალაქ სოლედარში არსებული მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინული და რუსული მხარეები.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი წერს, რომ ქალაქი დაიკავეს რუსმა სამხედროებმა და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს.

თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი