ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯამბულ ჯიჯავაძე  პატიმრობაში დატოვა

09 იანვარი 2023, 17:13 884 ნახვა

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ჯამბულ ჯიჯავაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სასჯელის უმკაცრესი ზომა მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიიღო.

პროკურატურამ სასამართლოს გამოძიების პირველადი ცნობები მიაწოდა, რომლის მიხედვითაც ჯიჯავაძემ პარკირების საკითხზე ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ახალგაზრდა კაცს სხეულზე ჭრილობები მიაყენა.

პროკურატურა  მის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, რასაც არ იზიარებდა ბრალდებულის დაცვის მხარე. ადვოკატი აცხადებდა, რომ დაზარალებული მას დაპირისპირების ადგილზე ელოდებოდა და შელაპარაკებისას საპასუხო ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულმაც მიიღო.

დაკავებულის მხარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. საქმის არსებითად განხილვა 28 თებერვალს ჩაინიშნა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი