ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

06 იანვარი 2023, 14:19 859 ნახვა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და „იუვენტუსის“ ყოფილი ვარსკვლავი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2017 წელს ვიალის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ამ ხნის განმავლობაში ის უკურნებელ სენს ებრძოდა.  

ვიალის უთამაშია „ კრემონეზეში“,   „სამპდორიაში“, „იუვენტუსსა“,  1998 წელს კი ჩელსის მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და მოიგო როგორც უეფას თასი, ასევე ევროპის სუპერთასი, ბოლოს კი იტალიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტი იყო.   ეს პოსტი 2022 წლის დეკემბერში დატოვა.

ვიალი იტალიის ნაკრებში 1985-1992 წლებში თამაშობდა. 59 მატჩში ფეხბურთელმა 16 გოლი გაიტანა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში