დინამო ბათუმი 100 წლისაა

03 იანვარი 2023, 19:43 743 ნახვა

დინამო ბათუმი 100 წლისაა. რეგიონის მთავარი საფეხბურთო კლუბი 1923 წელს დაარსდა.1992 წლიდან გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს, 1995 წლიდან ევროთასებზე მონაწილეობს, 1998 წელს გუნდმა მოიგო საქართველოს თასი და სუპერ თასი. ბოლო წლებში კი მას შემდეგ. რაც გუნდის მფლობელი არჩილ ბერიძე გახდა, დინამომ რამდენჯერმე დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო შარშან პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მიიღო მონაწილეობა. ბათუმელთა საყვარელ გუნდს იუბილე ვეტერანმა სპორტსმენებმა და რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში