საახალწლო კონცერტები გრძელდება ქობულეთშიც. დასკვნით კონცერტზე დღეს ჯგუფი ,,რერო“ იმღერებს. რაც შეეხება პროგრამას, შესრულდება მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქალაქური ჟანრის სიმღერები. ჯგუფი ,,რეროს“ შემდეგ კი სცენა დაეთმობა კიდევ ერთ პოპულარულ ჯგუფ- ,,ფორტეს“. საახალწლო ღონისძიებებისთვის ქობულეთის მერიამ 230 ათასი დახარჯა. საზეიმო კონცერტები 25 დეკემბერს დაიწყო და როგორც უკვე გითხარით დღეს სრულდება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.