საჭირო თუ გახდება უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ - ალექსეი დანილოვი

30 დეკემბერი 2022, 11:57 527 ნახვა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, თუ საჭირო გახდება უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ. უკრაინულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ალექსეი დანილოვმა აღნიშნა, რომ ქვეყნის დაცვის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე იქნებიან და საუბარი იმაზე, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა. ცნობისთვის, მანამდე უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადატანას კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი