“მაგნოლია 2022 “

29 დეკემბერი 2022, 12:03 423 ნახვა

ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოავლინა და დააჯილდოვა. საუკეთესოები 13 ნომინაციაში დასახელდნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, წელს პირველად, მაგნოლიის დაჯილდოების ცერემონიაზე, დაწესდა ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაეცა. ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ტურიზმის ინდუსტრიისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაწეული თავდადებისთვის. დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო. „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიება 2015 წლიდან ტარდება. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი