მაღალმთიან აჭარაში გათოვდა

29 დეკემბერი 2022, 11:48 1404 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს. ხულოში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გზები დილიდან იწმინდება და, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში 12 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. უწყებისვე ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეფერხებული არ არის. შვიდი ერთეული ტექნიკა მუშაობს შუახევშიც. რაც შეეხება ენერგომომარაგებას, ავარიულად არის გათიშული სამი სოფელი: რიყეთი, დანისპარაული და აგარა. მიმდინარებს აღდგენითი სამუშაოები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი