ახლა გაგაცნობთ ასანთის ღერების ოსტატს- 19 წლის თვითნასწავლ ხელოვანს ბათუმიდან. ალექსანდრე აბუსელიძემ შენობებისა და დანადგარების მაკეტები ასანთის ღერებისგან შექმნა. საამისოდ იმდენად ბევრი ასანთის ღერი დასჭირდა, რომ ხშირად ამ ტიპის ასანთების მარაგები ქალაქში ამოწურვამდე მიჰყავდა. ბოლოს დიდი ზომის გემი სამ თვეში ააგო. მისი ნაშრომების შეძენით უკვე არაერთი ორგანიზაცია დაინტერესდა. ალექსანდრე რამდენიმე პროფესიას ეუფლება, მაკეტების შექმნის შემდეგ დაინტერესდა არქიტექტურითაც.