ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინით ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 60%-მდე ავიდა.
მისი თქმით, კოვიდის ვაქცინა ისევ იმ ნიშნულზეა, სადაც 2-3 თვის წინ იყო.
„გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის შემთხვევაში, ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 60%-მდე ავიდა, რაც შეეხება კოვიდის ვაქცინას, ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც 2-3 თვის წინ ვიყავით. მარაგები რაც გვაქვს, იმას ვითვისებთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.