საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერების შეხვედრა

16 მაისი 2016, 00:00 5113 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ 20 წლის წინ, აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგოდერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი