ქობულეთში მთავარი ნაძვის ხე აანთეს

26 დეკემბერი 2022, 11:46 627 ნახვა

გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა წინასაახალწლო ღონისძიებები ქობულეთში, სადაც მოწყობილია საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. საზეიმოდ , გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე აინთო მთავარი ნაძვის ხე, რომელიც მუნიციპალიტეტებმა წელს შეიძინა ტენდერით და დაახლოებით 146 ათას ლარამდე დახარჯა . წელს ქობულეთი თავს საქართველოში დამზადებულ ნაძვის ხით იწონებს. რაც შეეხება გუშინდელ ღონისძიებას, ადგილობრივებს და ტურისტებს ცხელი გლინტვაინის შეძენის და დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. პატარების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირმა იზრუნა, საზეიმო ღონისძიებაზე კი ღამის შოუს ბენდის წევრებმა იმღერეს. საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში 2 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი