ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კოკა ლომთათიძე. ის აჭარის ტელევიზიაში 20 წელზე მეტი მუშაობდა, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტექნიკურ ჯგუფს, ორგანიზებას უწევდა პირდაპირი ჩართვების ტრანსლირებას, ტელევიზიას აღუზარდა არაერთი ტელეინჟინერი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები თანაგრძნობას უცხადებენ ოჯახს.