კულტურის დარგში წლის წარმატებული ხელოვანების დაჯილდოება. გამოვლინდნენ ხელოვანები, რომლებმაც მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს და წვლილი შეიტანეს ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია კულტურის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა, ხელოვანთა სტიმულირება და წახალისება. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. „წლის ხელოვანის“ ზაირა ვადაჭკორია და შალვა გოგუაძე გახდნენ. „რჩეულ ხელოვანებად“ გელა ვადაჭკორია, მაია გერსამია- ჯორბენაძე და სანდრო ბერიძე დასახელდნენ. „წლის დებიუტანტი“ ბაჩი მიქელაძე გახდა, „წლის კოლექტივის ტიტული “ ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმს“ გადაეცა, „წლის აღიარება“ კი რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის „ბიჭუნათა გუნდი“.