ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად

19 დეკემბერი 2022, 19:43 546 ნახვა

ჩრდილოეთ ევროპის 10 ქვეყნის ლიდერმა ერთხმად განაცხადა, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას ისევ გააგრძელებენ - განცხადება ამის შესახებ ლიდერებმა ლატვიის დედაქალაქში, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით გამართულ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების შეხვედრაზე გააჟღერეს. დასავლელ ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა და მათ მისი ქვეყნისთვის იარაღის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა. ამასთან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკის სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პრეზიდენტი მათ ხაგზასმით მიმართავს თხოვნით, გამოუყონ უკრაინას დამატებითი სახსრები იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ბრძოლა და იზეიმოს სამართალმა. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინას მათი სრული მხარდაჭერა აქვს

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი