ხანძრის შედეგად „ვოქსის“ შენობიდან ევაკუირებული მოსახლეობა სახლებში ბრუნდება

19 დეკემბერი 2022, 15:09 869 ნახვა

წუხანდელი ხანძრის შედეგად ბათუმში სრულად დაიწვა ე.წ. რესტორანი „ვოქსი“.  ადგილზე  მეხანძრე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ჯერჯერობთ უცნობია ზარალის ოდენობა. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია კიდევ ორი ბინა და დაზიანებულია ასევე რამდენიმე საცხოვრებელი. მონაცემებს აზუსტებს ქალაქის მერიაც, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს  დახმარება გაეწევათ.

ვიცე მერის ინფორმაციით, შენობა მაშინ აშენდა, როცა სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს და ნორმებს კანონი არ არეგულირებდა. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა "ვოქსის" შენობიდან და მეზობელი კორპუსებიდანაც, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ ხალხი სახლში დაბრუნდა.

ხანძრის გაჩენის პირველივე წუთიდან ადგილზე მობილიზებული  იყო 10-ზე მეტი  სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟი, ავტოცისტერნა, ავტო კიბე და სამაშველო ჯგუფები.  ხანძრის ქრობას ხელს  ძლიერი ქარიც უშლიდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში