“კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა - სატყეო სკოლა”

19 დეკემბერი 2022, 11:19 470 ნახვა

სოფელ წილკანში პროექტის - “კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა - სატყეო სკოლა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე საველე სწავლებას.

პროგრამაში მონაწილეობა ოცთაამდე მოსწავლემ მიიღო. პროექტის ფარგლებში, ვიდეო კონკურსის  „კლიმატგონივრული ქმედება“ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, წილკანის წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარედ ტყის აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა დასუფთავებისა და დარგვის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მოხალისეებმა მიიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი