არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია.
კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა.
ანგარიში დი მარიას მოპოვებული პენალტით 23-ე წუთზე მესიმ გახსნა.
36-ე წუთზე მაკალისტერის გადაცემის შემდეგ თავად დი მარიამ გაიტანა და არგენტინამ პირველი ნახევარი 2-0 მოიგო.
მეორე ტაიმში მე-80 წუთზე მბაპემ პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა, ერთი წუთის შემდეგ კი კილიანმა დუბლი გაიფორმა და ანგარიშიც გაათანაბრა.
დამატებით დროში 109-ე წუთზე მესიმ არგენტინა ისევ წინ გაიყვანა, თუმცა 118-ე წუთზე მბაპემ პენალტიდან ისევ გაათანაბრა და ფრედ 3-3 დასრულდა.
პენალტების სერიაში ფრანგების მხრიდან კომანმა და ჩუამენმა ვერ გაიტანეს და ანგარიშით 4-2 არგენტინა ისტორიაში მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.