მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი და გამოწვევა

17 დეკემბერი 2022, 20:10 1227 ნახვა

ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზა სახელმწიფო მნიშვნელობისაა წელს 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდება. შესაბამისად ამით იხსნება გზა ისეთი ტურისტული ობიექტისკენ, როგორიც გოდერძია, სადაც 25-მდე პროექტი მიმდინარეობს, რაც 200 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს. 

ადგილზე მომუშავე მეწარმეები და მცირე კოტეჯების მფლობელები ამბობენ, რომ გამართული ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას, რაც ყველასათვის ხელსაყრელია, როგორც მცირე ისე დიდი ბიზნესისთვის.

ასევე, გოდერძის ინფრასტრუქტურის გამართვა, მეზობელი საკურორტო ზონებისთვისაც მომგებიანი გახდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში